Konica Minolta



Vertex Distribution — Konica Minolta-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში


Vertex Distribution სიხარულით აცხადებს, რომ გახდა Konica Minolta-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში საოფისე პრინტერებისა და სახარჯი მასალების მიმართულებით.

Konica Minolta – წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს და მაღალტექნოლოგიურ იაპონურ ბრენდს, რომელიც დაფუძნებულია 1873 წელს და უკვე 150 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აყალიბებს ხარისხისა და ინოვაციის სტანდარტებს ბეჭდვის ინდუსტრიაში.

Konica Minolta-ს ღირებულებები ეფუძნება:

§  ინოვაციასა და მდგრადობას — კომპანია მუდმივად ავითარებს ეკოლოგიურად მეგობრულ, ენერგოეფექტურ და ციფრულად დახვეწილ პროდუქტებს

§  უსაფრთხოებასა და სანდოობას — პროდუქცია პასუხობს თანამედროვე კიბერ უსაფრთხოების გამოწვევებს

§  პარტნიორული თანამშრომლობის კულტურას — ბრენდი ცნობილია მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით, ინდივიდუალური გადაწყვეტილებების შეთავაზებით

 

აღნიშნული  პარტნიორობით Vertex Distribution პარტნიორებს სთავაზობს:

§  ოფიციალური მწარმოებლის  Konica Minolta-ს პროდუქციას;

§  საბეჭდი მოწყობილობების მრავალფეროვან არჩევანს: ფერადი და შავ-თეთრი პრინტერები, მულტიფუნქციური მოწყობილობები,  და სხვა

§  ავთენტურ სახარჯ მასალას – ტონერები, კარტრიჯები და ნაწილები

§  ტექნიკური მხარდაჭერა, როგორც გაყიდვების, ისე შემდგომი მომსახურების ეტაპზე

§  მიწოდება და კონსულტაცია ნებისმიერი სეგმენტის — მცირე ოფისიდან მსხვილ კორპორაციამდე.


პროდუქციის ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ: https://Konica Minolta